იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,სამოქმედო კვლევა სკოლაში“-კონფერენცია თესაუ-ში

2017 წლის 14 ოქრომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება კონფერენცია -,,სამოქმედო კვლევა სკოლაში.“

 

     სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა დაევროკავშირის დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს- ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის” (SYNCS), რომლის მიზანია, საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა, ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

    პროექტის ფარგლებში, ტარდება კონფერენცია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობას  მიიღებენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორები, სტუდენტები, საჯარო სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები.

 

    კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამოქმედო კვლევები, მიღებული შედეგები და გამოცდილება.

 

    დღეს საგანმანათლებლო სისტემა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. სკოლა შეძლებს ეფექტური ცვლილებების განხორციელებას მხოლოდ მაშინ, თუ გაძლიერდება სკოლებსადასაზოგადოებას, უნივერსიტეტებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის თანამშრომლობა. ამ თანამშრომლობაში მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი. სწორედ სამოქმედო კვლევის დახმარებით დაუკავშირდა სკოლა უნივერსიტეტს, სტუდენტი - სკოლას და ერთობლივად დაიგეგმა და მოგვარდა  სკოლაში არსებული პრობლემა.

 

იხილეთ თანდართული ფაილები: III ტრენინგის განრიგი პროფესორებისთვის_13 ოქტომბერი  - თელავი_დღის წესრიგი_კონფერენცია

 
მნახველთა რაოდენობა: 1187