იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს მექანიკოსთა კავშირის X ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

201წლის 26-28 სექტემბერს ტარდება საქართველოს მექანიკოსთა კავშირის X ყოველ­წლიური საერთაშორისო კონფერენცია ქ. თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კონფერენციის თემატიკაა:

  1. მყარ დეფორმად სხეულთა მექანიკა;
  2. ჰიდროაერომექანიკა;
  3. დრეკად მყარ და თხევად გარემოთა ურთიერთქმედების პრობლემები;
  4. გამოყენებითი მექანიკა;
  5. ანალიზის მონათესავე საკითხები.

 

 

მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა გამოაგზავნონ მოხსენების სათაური და თეზისები (ქართულ და ინგლისურ ენებზე, თი­თო­ეუ­ლი A5 ფორმატის არაუმეტეს ერთი გვერდისა აკრეფილი MSWord-ში)  ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ConfGMU@gmail.com

გათვალისწინებულია მოხსენებათა თეზისების კრებულის გამოცემა. კონფერენციაზე გაკეთებული  და შერჩეული მოხსენებები, რე­ცენ­ზი­რე­ბის შემდეგ, ასევე გამოქვეყნდება ჟურნალებში: Applied Mathematics, Informa­tics, and Mechanics (http://www.viam.science.tsu.ge/Ami/Main.htm) და Bulletin of TICMI (http://www.viam.science.tsu.ge/others/ticmi/blt/bulletin.htm).

კონფერენციის სარეგისტრაციო შესატანია 70 ლარი (მექანისკოსთა კავშირის წევრე­ბი­სათ­ვის - 50 ლარი). სა­რე­გისტრაციო შესატანი შეიძლება ჩარიცხულ იქნეს თეო­რიულ და გამოყენებით მექანიკაში სა­ქართველოს ეროვნული კომიტეტის შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

მიმღები ბანკი:                               სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“

ბანკის კოდი:                                               BAGAGE22

მიმღების დასახელება:                კავშირი „თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს ეროვნული კომიტეტი“

მიმღების ანგარიშის ნომერი:      GE26BG0000000181896100

თანხის დანიშნულება:                 მონაწილის (სახელი, გვარი) სარეგის­ტრა­ციო შესატანი 70 ლარი (მექანიკსოსთა კავშირის წევრე­ბი­სათ­ვის 50 ლარი).

კონფერენციის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.tesau.edu.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 1193