იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტ DUGEOR-ის ფარგლებში, კიდევ ერთი შეხვედრა შედგა

ფორუმი - მრგვალი მაგიდა, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის DUGEOR-ის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა.

შეხვედრა სამი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ ნაწილში ფორუმის მონაწილეებმა პროექტის ზოგადი მიმოხილვა და დუალური განათლების ზოგადი გამოწვევების შესახებ, პრეზენტაცია მოაწყვეს.

ფორუმის მეორე და მესამე ნაწილი კი, უცხოეთის გამოცდილებისა და ქართული შრომის ბაზრის საჭიროებების კვლევის ანალიზს დაეთმო.

ფორუმზე განხილულ იყო დუალურ სწავლებასთან მიმართებაში, პროექტში მონაწილე ქართული უმაღლესი სასწავლებლებისა და ქართული კომპანიების ხედვაც.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორი ქართული უნივერსიტეტები და კომპანიები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმონმადგენლები.

ფორუმის მუშაობა ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა. დასასრულს, მოწვეული სტუმრების მონაწილეობით, დისკუსია გაიმართა.

ფორუმს საქართველოს სხვა უნივერსიტეტებისა და კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ფორუმის მიზანი, დუალურ უმაღლეს განათლებაში უცხოეთის გამოცდილების გაზიარება და ქართული შრომის ბაზრის საჭიროებების კვლევის შედეგების წარდგენა იყო.

 
მნახველთა რაოდენობა: 2748
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.