იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ და უნივერსიტეტის პერსონალმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

" ეს არის წყალგამყოფი თარიღი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის. ჩვენი ვალია, მუდმივად გვახსოვდეს გმირები, რომლებმაც ეს ისტორია შექმნეს და მომავალ თაობებს თავისუფალი საქართველო, საკუთარი სიცოცხლის ფასად მოუტანეს"- განაცხადა შალვა ჭკადუამ.

9 აპრილის მემორიალთან კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

35 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, რუსულმა არმიამ სასტიკად დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ქუჩაში გამოსული ქართველი მომიტინგეები.

გარდაიცვალა 21 და დაშავდა ხუთასზე მეტი ადამიანი.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

 
მნახველთა რაოდენობა: 308
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'