იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში თესაუში სტუდენტებთან შეხვედრა ჩატარდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებთან, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა მიესალმა და ქართული ენის ,როგორც სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

კვირეულის ორგანიზატორებმა ქართული ენის შესახებ მცირე პრეზენტაცია წარადგინეს და სტუდენტებთან, სახელმწიფო ენის, როგორც ინტეგრაციის შესაძლებლობაზე, დისკუსია გამართეს.

სტუდენტებმა იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რაც ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის შესწავლის დროს ხვდებათ.

გამოითქვა მოსაზრება, რომ ქართული ენის სწავლების პროცესში ის სტუდენტები ჩაერთნენ, რომლებმაც ენა სრულყოფილად იციან.

უნივერსიტეტის რექტორი შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებს, პროექტების, სტუდენტური აქტივობებისა და საინტერესო იდეების განხორციელების პროცესში, სრულ მხარაჭერას დაჰპირდა.

ენის კვირეული 16 აპრილს, " ქართული პალეოგრაფიის ისტორიიდან- საწერი მასალა და ქართველები" -ფორუმით დასრულდება.

კვირეულის ორგანიზატორები უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში , პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი და ასოცირებული პროფესორები, შორენა ლაზვიაშვილი, ელენე ფილაშვილი და შორენა წიგნაძე არიან.

 
მნახველთა რაოდენობა: 310
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'