იაპონელი პროფესორები თესაუში- პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან.
სტუმრებს შორის იყვნენ ცუკუბას უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასისტენტ პროფესორი სოტომე ჰაიატე, ასოცირებული პროფესორი იუჯი კაჯიამა, გლობალური ინიციატივების ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების ადმინისტრატორი შოგო მიზუნო და ბიუროს წარმომადგენელი კოიამა შოგო.
სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა, რომელმაც ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფაკულტეტისა და ინტერნაციონალიზაციის და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები.
სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია თესაუს სამეცნიერო პოტენციალის შესახებ, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა და ღვინის მარანში სტუდენტების მიერ დამზადებული ღვინო დააგემოვნეს.
თავის მხრივ, იაპონელმა პროფესორებმა უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და იმ აკადემიურ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რაცას უნივერსიტეტი საერთაშორისო მასშტაბით ახორციელებს.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.







