იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
სემინარი თესაუში

2026 წლის 8 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი თემაზე “სურსათის მიწოდების ჯაჭვები”.

სემინარი ეძღვნებოდა საოჯახო მეურნეობების გაძლიერებას და მათი ბიზნესის გაუმჯობესებას სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვების (SFSC) დანერგვის გზით.

ღონისძიება ორგანიზებულია Visegrad+-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „საოჯახო მეურნეობები სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში: გამოცდილების ტრანსფერი ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და პოლონეთიდან“ ფარგლებში.

პროექტს კოორდინირებას უწევს ჩეხეთის მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში.

პროექტი დამსწრეებს ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სმასახურის ხელმძღვანელმა, თამარ ასლანიშვილმა გააცნო.

პროექტის წევრმა, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან შავაძემ სტუმრებს საქართველოში ჩატარებული სიტუაციური ანალიზი წარუდგინა.

პროექტის ფარგლებში, გამოიცა წიგნი “წარმატების სტრატეგიები სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში: შემთხვევების ანალიზი პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან”.

უცხოელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად, წიგნის წერის პროცესში ჩართულები იყვნენ პროექტის წევრები თესაუდან, პროფესორი მანანა კევლიშვილი და ასოც. პროფესორი ლევან შავაძე.

წიგნის პრეზენტაცია გააკეთა ინტერნაციონალიზაციის კოორდინატორმა, მაკა კოჭაურმა, რომელმაც წიგნი ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა.

წიგნში წარმოდგენილია ცენტრალურ ევროპაში ფერმების მიერ სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვების უკვე აპრობირებული საუკეთესო პრაქტიკები კანვას ბიზნეს მოდელის გამოყენებით

მოდელი შექმნილია ფერმის რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციის, შემოსავლისა და მოგების სტაბილური წყაროების უზრუნველყოფის მიზნით.

სემინარი ფერმერების, მკვლევრების, სტუდენტებისა და სოფლის განვითარების სფეროს პროფესიონალებისთვის იყო განკუთვნილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 180