იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
ტრენინგი აკადემიური აკადემიური პერსონალისთვის

 კვლევის კეთილსინდისიერად წარმართვასთან დაკავშირებით, თესაუს პერსონალისათვის  ტრენინგი ჩატარდა. 

ტრენინგს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები ესწრებოდნენ.

ტრენინგის მთავარი თემა აკადემიური გამოცემების მახასიათებლები და სანდო წყაროების მოძიების სტრატეგიები იყო.

ტრენერებმა ნინო კახაშვილი და სოფიო არსენიშვილმა, კვლევის ეთიკასთან დაკავშირებით, მონაწილეებს  მნიშვნელოვანი  ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრა  კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ტრენინგში თესაუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სალომე თათულიშვილი მონაწილეობდა.

შეხვედრა  თესაუ-ს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრის ინიციატივით,  ერაზმუს+ პროექტის ETHICS „კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში" ფარგლებში გაიმართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 27