იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
პროექტის ETHICS მენეჯმენტის ფინალური შეხვედრა ბათუმში

17-18 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ETHICS – „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ ფარგლებში, კონსორციუმის მენეჯმენტის ფინალური შეხვედრა გაიმართა.  

შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა, პროექტის კოორდინატორმა ქეთევან დარახველიძემ გახსნა. მან მონაწილეებს პროექტის ძირითადი მიზნები, მიღწეული შედეგები და სამუშაო პაკეტების განხორციელების მიმდინარე ეტაპები გააცნო.

პროექტის გარე ექსპერტმა, ნათია ნადირაძემ, მონაწილეებს მონიტორინგის ვიზიტების ძირითადი მიგნებები და პროექტის წინასწარი შეფასების შედეგები წარუდგინა.

ევროპელმა პარტნიორებმა, თავის მხრივ, მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული გამოცდილება და ხედვები შეაჯამეს. შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის შედეგების შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

პროექტის პარტნიორმა ქართული და ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფების ფორმატში მონიტორინგის ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციები განიხილეს და თითოეული ინსტიტუციისთვის დარჩენილი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შესაბამისი სამოქმედო გეგმები შეიმუშავეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 14