იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
საერთაშორისო კონფერენცია თესაუში

თესაუში VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "განათლება, კვლევა, პრაქტიკა " მიმდინარეობს.

კონფერენცია რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ირმა შიოშვილმა გახსნა.

სტუმრებს რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი და განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო მოდებაძე მიესალმნენ.

კონფერენციის ფარგლებში, მისი მონაწილეები, ადრეული განათლების, განათლების მენეჯმენტის, განათლებაში STEAM მიდგომების, განათლების ისტორიის, საგნის სწავლების მეთოდიკის, ბავშვთა უფლებების, განათლებაში ხელოვნური ინტელექტის როლისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ, მოხსენებებს წარადგენენ.

პლენარული შეხვედრის შემდეგ, კონფერენციის მონაწილეები სექციებში იმუშავებენ.

კონფერენცია, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 10
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.