ერთი წლის განმავლობაში (1.10.2026-1.10.2027) განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე განხორციელდება პროექტი „STEM განათლების ხელშეწყობა კახეთის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“. პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნათელა ბაღათრიშვილი (თესაუ),
კოორდინატორი - ასოცირებული პროფესორი ანა გიგაური(თესაუ),
კონსულტანტი - პროფესორი, დავით სონღულაშვილი (სტუ)
პროექტის ფარგლებში:
-
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის STEM ჰაბი აღიჭურვება ვირტუალური ლაბორატორიებით;
-
თელავის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მოეწყობა STEM სივრცეები;
-
კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებში დაფუძნდება STEM კლუბები;
-
ვირტუალური და პირისპირ ტრენინგებითა და ვორქშოფებით თესაუს ბაზაზე STEM მიმართულებით გადამზადდებიან:
-
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები;
-
თელავის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 5-6 წლიანი ჯგუფების აღმზრდელ-პედაგოგები;
-
კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნებისა და ტექნოლოგიების მასწავლებლები;
-
განხორციელდება ვიზიტები ტექნოლოგიურ პარკებსა და სამეცნიერო მუზეუმებში;
-
მოეწყობა STEM კონკურსი და სამეცნიერო ფესტივალი სამიზნე ჯგუფის მონაწილეობით
-
და სხვა.
პროექტში მონაწილეობის მიზნით ცხადდება შესარჩევი კონკურსი შემდეგი სამიზნე ჯგუფებისთვის:
-
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები
სტუდენტთა სარეგისტრაციო ბმული https://forms.gle/e9LHZVESEMNefpnn8
-
თელავის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები
ს/ბაღების მენეჯერთა სარეგისტრაციო ბმული https://forms.gle/TJaChZ2ekEZj9mRw6
-
კახეთის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ბუნებისმეტყველება), მათემატიკისა და ტექნოლოგიების მასწავლებლები
მასწავლებელთა სარეგისტრაციო ბმული https://forms.gle/yDeTVmn3nmfAHv6J9
რეგისტრაციის ვადა: 16 ოქტომბერი, 2026 წელი
პროექტში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
სამიზნე ჯგუფები შეირჩევა სამოტივაციო წერილის საფუძველზე.


