იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
მეცნიერების დღე თესაუში

მეცნიერების საერთაშორისო დღე თესაუში-"მეცნიერები კახეთის წიაღიდან".

ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ნუნუ გელდიაშვილმა გახსნა, რომელმაც ქვეყნის განვითარებაში მეცნიერების როლზე ისაუბრა.

მეცნიერების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და მემკვიდრეობის შესახებ, აუდიტორიას განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა თენგიზ სიმაშვილმა მიმართა.

კახელი მეცნიერების წვლილზე განათლებისა და მეცნიერების წინსვლა-განვითარებაში, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა, მეგი მელაიძემ და თინათინ თაღიაშვილმა მოხსენება წარადგინეს.

მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის 2001 წელს დაარსდა და იუნესკოს (UNESCO) ეგიდით აღინიშნება.

 
მნახველთა რაოდენობა: 49