იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საზეიმო მიღება გაიმართა.
სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა ქეთი ქოქრაშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ მიმართეს.
ღონისძიების მუსიკალური განწყობა შექმნა ბენდმა „მუსიკის ქალაქი“.
სპეციალურად სტუდენტებისათვის დიჯეი X_RAVOK უკრავდა.
საზეიმო მიღება თესაუს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.







