იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
27-28 სექტემბერს , იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე--,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა”.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და უცხოეთია ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებს, მაგისტრებს, სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებს, საჯარო სკოლების პედაგოგებს, სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებს, დამოუკიდებელ მკვლევარებსა და დაინტერესებულ პირებს, რომლების თეზისიც დააკმაყოფილებს აკადემიურ მოთხოვნებს.

მოხსენების წარდგენა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე თანაავტორობით.კონფერენციაში შესაძლებელია ორი, მომხსენებლის და მსმენელის სტატუსით მონაწილეობა.

საკონფერენციო მოხსენებები გამოქვეყნდება ელექტრონულად კონფერენციის შემდეგ. წლევანდელი კონფერენცია გთავაზობთ სიახლეებს--მოწვეული საპატიო სტუმრები ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ გაგოშიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), სოციალურ- პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი მანანა რატიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) გააკეთებენ მოხსენებებს პლენარული სესიებზე.

კონფერენციაზე გთავაზობთ პროფესიული განვითარების 3-საათიან ვორქშოფს ორი მიმართულებით: „ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების საფეხურზე“, ასოცირებული პროფესორი, შორენა ძამუკაშვილი, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავი სახელმწიფო უნვიერსიტეტი) „ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენება განათლებაში“, ასოცირებული პროფესორი, თამარ მიქელაძე, საქართველოს მკვლევართა პროგრამის მონაწილე (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი) რეგისტრაციის გასავლელად და საკონფერენციო მოხსენების თეზისის გამოსაგზავნად გადადით შემდეგ ბმულზე https://forms.gle/EpbETn1y7uxBaysUA

თეზისების მიღების ბოლო ვადა - 10 ივლისი; დასტური კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ - 10 აგვისტო;

სარეგისტრაციო თანხის გადახდა - 10 აგვისტო - 10 სექტემბერი;

კონფერენციის ღონისძიება - 27-28 სექტემბერი;

სრული მოხსენების/ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 ოქტომბერი დეტალების სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: https://tesau.edu.ge/konferenciebi/2024/22280-ganatlebis-mecnierebata-fakulteti-2024--tslis- 

V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "განათლება, კვლევა, პრაქტიკა" / V International Scientific Conference "Education, Research, Practice" (google.com)

 
მნახველთა რაოდენობა: 1987
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.