იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
თესაუში პორტუგალიელი პროფესორის, რეგინა ალვეშის აკადემიური ვიზიტი განხორციელდა

2026 წლის 27 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ინტერსტიტუციური ხელშეკრულების საფუძველზე სტუმრობდა პორტუგალიის მინიოს უნივერსიტეტის (University of Minho) წარმომადგენელი, პროფესორი რეგინა ალვეში. ვიზიტი განხორციელდა თესაუს განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ფაკულტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან, სადაც განხილული იყო უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები. პროფესორმა რეგინა ალვეშმა წარადგინა მინიოს უნივერსიტეტი და ისაუბრა სწავლების, ერთობლივი კვლევების, აკადემიური გაცვლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საჯარო ლექცია თესაუს სტუდენტებისთვის თემაზე — „Social Prescribing with Young People“, რომელსაც პროფესორი რეგინა ალვეში უძღვებოდა. ლექციამ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის დიდი ინტერესი გამოიწვია და ახალგაზრდებთან სოციალური მხარდაჭერის თანამედროვე მიდგომების შესახებ საინტერესო დისკუსია გაიმართა.

პროგრამის ფარგლებში პროფესორი რეგინა ალვეში ასევე გაეცნო თესაუს ადრეული განათლების სასწავლო პროგრამას და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა მისი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ექსპერტულ შეფასებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.

ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო თესაუსა და მინიოს უნივერსიტეტს შორის საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის მნიშვნელობ

 
მნახველთა რაოდენობა: 25
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.