იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სამართლის სპეციალობის სტუდენტების საყურადღებოდ!

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესურასთან შეხვედრა შედგება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ირმა ხარშილაძე და პროფესორი თამარ ჩიტოშვილი.

შეხვედრაზე შედგება პროფესორ თამარ ზარანდიას წიგნის, "სანივთო სამართალი " პრეზენტაცია.

წიგნების გარკვეული რაოდენობა სამართლის სპეციალობის სტუდენტებსა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტს გადაეცემა.

შეხვედრა შედგება 28 ივნისს, 12 საათზე, 517- ე აუდიტორიაში.

 
მნახველთა რაოდენობა: 267
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.