იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ და ენათმეცნიერების ინსტიტუტი ერთობლივ დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიას ჩაატარებენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ენათმეცნიერების ინსტიტუტი ერთობლივ XLIV რესპუბლიკურ დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიას გამართავენ.

სესიაში მონაწილეობის მსურველმა მოხსენება (და არა მოხსენებათა თეზისები) უნდა გააგზავნოს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: giglemianilela5@gmail.com მოხსენებების მიიღება 20 ოქტომბრამდე.

კრებულში მოხსენებათა გაფორმებისათვის დადგენილია შემდეგი მოთხოვნები: მოხსენების მოცულობა — არაუმეტეს 5 გვერდისა;

გვერდის ფორმატი: – А4;

ფონტი – სილფაინი, ზომა 11;

ინტერვალი – 1,5;

ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold);

ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14;

დამოწმება ტექსტში – ავტორი, გამოცემის წელი და გვერდი მრგვალ ფრჩხილებში: (ა. შანიძე 1953, 75; გ. დეეტერსი 1930, 125);

ბიბლიოგრაფია − სტატიის ბოლოს ანბანზე დაალაგეთ გამოყენებული იტერატურა შემდეგი ნიმუშით:

წიგნის ციტირების დროს: ა. შანიძე 1953 – ა. შანიძე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. I. მორფოლოგია, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1953.

გ. დეეტერსი 1930 – G. Deeters, Das khartvelische verbum, Leipzig, 1930.

სტატიის ციტირების დროს: არნ. ჩიქობავა 1940 – არნ. ჩიქობავა, მესამე პირის სუბიექტის უძველესი ნიშანი ქართველურ ენებში: ენიმკის მოამბე, ტ. 5-6, თბილისი, 1940.

კონფერენცია გაიმართება 2024 წლის 29- 30 ნოემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 
მნახველთა რაოდენობა: 304