იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,მშვიდობა სერბიაში“- სტიპენდია სერბეთის უნივერსიტეტში სასწავლებლად

     სერბეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების სამინისტრომ 2016 2017 სასწავლო წლისათვის, პროექტის- „მშვიდობა სერბიაში“-  ფარგლებშიგამოყოერთი სტიპენდია სერბეთის უნივერსიტეტების ფაკულტეტებზე

 ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტურანტურის პროგრამებზე სასწავლებლად.

 დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პირობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ,

ასევე სააპლიკაციო ფორმა მოცემულია დანართის სახით, ასევეგანთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge, ბმულზე- "სწავლება საზღვარგარეთ".

  დაინტერესებულმა პირებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა წარმოადგინონ:

-         სააპლიკაციო ფორმა;

-         ავტობიოგრაფია (მისამართის, ტელეფონისა და ელ-ფოსტის მითითებით);

-         ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნის დამდასტურებელი დოკუმენტი;

-         ჯანმრთელობის ცნობა (მათ შორის ინფექციურ დაავადებებსა და აივინფექციაზე);

-         პასპორტისასლი;

-         ფოტოსურათი;

ასევე:

-         საბაკალავრო პროგრამებისათვის: სრული სასკოლო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (ორიგინალი ან ნოტარიალურად დადასტურებული ასლი);

-         სამაგისტრო პროგრამებისთვის: ბაკალავრის დიპლომი დანართთან ერთად (ორიგინალი ან ნოტარიალურად დადასტურებული ასლი);

-         დოქტურანტურის პროგრამებისათვის: ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომი დანართთან ერთად (ორიგინალი ან ნოტარიალურად დადასტურებული ასლი).

 

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 25 მაისი.

  სერბეთი.pdf

 
მნახველთა რაოდენობა: 11789
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'