იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლას უცხოეთში გააგრძელებენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რვა სტუდენტმა ,,ერასმუს+“ დაშვედური ინსტიტუტის“-ის გაცვლითი პროგრამების კონკურსში გაიმარჯვა და სწავლას ჩეხეთისა და რუმინეთის უნივერსიტეტებში გააგრძელებს.

კონკურსის შედეგების მიხედვით, 2023 წლის შემოდგომის სემესტრიდან, ჩეხეთში, ბრნოს უნივერსიტეტში, გრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, ბექა ბოჭორიშვილი, ნანა გიორგელაშვილი ლევან ჩარხოშვილი და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები,, სოფიკო ალხანაიძე,  ნინო არსენაშვილი და ნინო სოსებაშვილი ისწავლიან. რუმინეთში, კლუჯ ნაბოკას უნვერსიტეტში, კი, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორი სტუდენტი, მარიამ ბეჟუაშვილი და გიორგი ცხოვრებაძე  გაემგზავრება.  

,,ერასმუს+“ დაშვედური ინსტიტუტის“-ის კონკურსი სტუდენტებისათვის, გაცვლით პროგრამებზე, 17 მარტიდან დაიწყო. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა და 30 მარტს დასრულდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6409
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.