თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრეფიკინგის საფრთხეებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს.

შეხვედრა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს მიეძღვნება.

ამ დღის აღსანიშნავად, იუსტიციის სამინისტროს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) საფრთხეებსა და პრევენციაზე ინფორმაციას გააცნობს.

შეხვედრა 2023 წლის 16 ოქტომბერს, 13 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მეორე სართულზე, მცირე დარბაზში გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 730
 
 
 
 
    2023 დეკემბერი
    1

    2

    3

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2023 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.