იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს მკვლევართა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 6 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სსამსახურის უფროსი, თამარ ასლანიშვილი პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაცია ეხება 2024 წლის 11- 25 მაისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის პერიოდს, რომელიც დაიგეგმა საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პროგრამაში მონაწილე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კვლევების ადმინისტრირებისთვის ხელშეწყობა.

პროექტს ადმინისტრირებას საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები უწევენ.

შეხვედრა შედგება უნივერსიტეტის მცირე დარბაზში, 12 საათზე.

 
მნახველთა რაოდენობა: 369
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.