იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დასაქმების ფორუმი შშმ პირებისათვის

14 ივნისს შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო საააგენტო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად და თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მხარდაჭერით, შშმ პირებისთვის ერთობლივ "დასაქმების ფორუმს" ჩაატარებს.

ღონისძიების მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დასაქმების მსურველი კანდიდატების , შშმ პირების და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებლების ერთიან სივრცეში მობილიზება და დასაქმების, სტაჟირების და სუბსიდირების პროგრამების ხელშეწყობა.

შეხვედრაზე მოწვეულები იქნებიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შშმ თემი, დამსაქმებლები, პარტნიორი ორგანიზაციები და სხვა საპატიო სტუმრები

 
მნახველთა რაოდენობა: 147
 
 
 
 
    2024 ივნისი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-6-31'