იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტების საყურადღებოდ- საჯარო ლექცია საბჭოთა რეპრესიების შესახებ!

18 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, თენგიზ სიმაშვილი საბჭოთა რეპრესიების შესახებ, საჯარო ლექციას წაიკითხავს.

ლექცია ჩატარდება პროფესორ სიმაშვილის მიერ ახლადმოძიებული საარქივო მასალების მიხედვით და ეხება 1920 წლის საბჭოთა რეპრესიებს კახეთში.

შეხვედრა ეძღვნება საქართველოში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების 100 წლისთავს.

საჯარო ლექცია შედგება უნივერსიტეტის მცირე დარბაზში, 14 საათზე. დასწრება თავისუფალია.

 
მნახველთა რაოდენობა: 367
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.