იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტური თვითმმართველობის განცხადება

იაკობ გოგებაშვილის  სახელობის  თელავის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის 

სტუდენტური  თვითმმართველობა აცხადებს  ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბჭოს წევრების არჩევნებს. 
ფაკულტეტის საბჭოს წევრის კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელია, 

კანდიდატმა  სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიაში   წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადი განცხადება;
ბ) სამოქმედო გეგმა;
გ) ცნობა იმ ფაკულტეტის სტუდენტობის შესახებ, რომლის წარმომადგენლობაზეც

იყრის კენჭს.
  კანდიდატი უნდა იყოს სტუდენტური თვითმმართველობის წევრი.
   კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 01.03.2016-ის 10:00 საათიდან 07.03.2016-ის 17:00 საათამდე სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიაში. 
   დამატებითი ინფორმაციისათვის მიაკითხეთ სტუდენტური

თვითმმართველობის ოთახს (I კორპუსი, I სართული, ოთახი #22).

 
მნახველთა რაოდენობა: 6511
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'