იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ჰარვარდის დევისის ცენტრის პროგრამის ფარგლებში სასტიპენდიო კონკურსები გამოცხადდა

ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში, უმცროს მეცნიერ-თანამშრომელთათვის სასტიპენდიო კონკურსი ჩატარდება. ამავე პროგრამის ფარგლებში, ჰარვარდის დევისის ცენტრმა, მოკლევადიანი საგრანტო და სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსებიც გამოაცხადა. სასტიპენდიო კონკურსებში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე, მეცნიერ-მკვლევარებს შეუძლიათ. კონკურსში საბუთების წარდგენა 2023 წლის 25 თებერვლამდეა შესაძლებელი. ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში, ქართველოლოგიის პროგრამა, 2022 წლის თებერვლიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდა. პროგრამა სამი კომპონენტის, კვლევები, სწავლება და სტიპენდიებისგან შედგება. ის, საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას უწყობს ხელს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1543
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'