იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ხელოვნური ინტელექტის კვირეული სტუდენტებისთვის

თელავის ტექნოპარკში 13-დან 17 მარტის ჩათვლით ხელოვნური ინტელექტის კვირეული გაიმართება.

პროექტი განკუთვნილია 14-დან  21 წლამდე მოსწავლეთათვის და სტუდენტებისთვის. პროექტში მონაწილეობას მიიღებს 35 ახალგაზრდა.
5 დღის განმავლობაში ახალგაზრდები გაეცნობიან, დღესდღეობით, ყველაზე საინტერესო, აქტუალურ თემას და შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა.

გამოცდილი ტრენერი და სპიკერები გამოცდილებას გაუზიარებენ ახალგაზრდებს

და ჩაუტარებენ ლექციებს, ვორქშოფებს შემდეგი მიმართულებებით:

● შესავალი ხელოვნურ ინტელექტში - ლექცია
● პოპულარული მანქანური სწავლების მოდელები და რისი გაკეთება შეგვიძლია მათი გამოყენებით - ვორქშოფი
● no-code პლატფორმების გაცნობა. საიტის აწყობა პროგრამირების გარეშე - ვორქშოფი
ა არის ჩეთბოტი, ისტორია და ტექნოლოგიები - ლექცია;
● როგორ ავაწყოთ ჩეთბოტი და განვათავსოთ ინტერნეტში ხალხთან სასაუბროდ - ვორქშოფი
ა არის MVP? როგორ ავაწყოთ MVP ჩვენი პროექტის გარშემო 24 საათში.

შეხვედრები გაიმართება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (13-17 მარტი) 13:30 საათიდან 17:30 საათამდე.

როექტის მიზანია  ახალგაზრდებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ, აიმაღლონ ცნობიერება და დაეუფლონ საჭირო უნარ-ჩვევებს, რაც სამომავლოდ გამოადგებათ ინოვაციურ, ტექნოლოგიურ პროექტებზე სამუშაოდ.
პროექტში უზრუნველყოფილი იქნება კვება, საკანცელარიო ნივთები…
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 მარტი, 23:59 საათი.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი მოცემული ლინკის საშუალებით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfDRTOG2LFYqeRnxHhrRAJQav4CpAee6UF0n_YU2h0mf4b8eQ/viewform



 

 
მნახველთა რაოდენობა: 1584
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'