იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება

3-4 მაისს, აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში, მეოთხე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის სახელწოდებაა ,,მეოთხე სამრეწველო რევოლუცია და ინოვაციური ტექნოლოგიები". კონფერენციის მონაწილეები სხვადასხვა სექციებში იმუშავებენ, რომელთა შორისაა ხელოვნური ინტელექტის, დიზაინის, ტრანსპორტის, ციფრულ ეკონომიკაში მარკეტინგისა და მენეჯმენტის, მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სხვა სექციები. კონფერენციაზე წარდგენილი მასალები უნდა იყოს აზერბაიჯანულ, რუსულ, ან ინგლისურ ენაზე, ხოლო ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს, 3 გვერდს.

მსურველებმა მასალები უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 15 აპრილისა. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა, ხოლო ფორმატი ჰიბრიდული. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ან დარეკონ ნომერზე --555157484.

 
მნახველთა რაოდენობა: 1419
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'