ინოვაციის ფონდის(CIF) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა

კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF) გაცნობებთ, რომ საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 2023 წლის 8 ნოემბერს, 15:00 საათზე.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, დეტალურად გაეცნონ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო პროცედურებს, შესავსებ დოკუმენტაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ასევე, CIF-ის გუნდის წარმომადგენლები უპასუხებენ კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.

საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრა შედგება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების - Microsoft Teams, მეშვეობით. იხილეთ ბმული (შეხვედრის ID: 448 111 180 709 , pass: pyMUWF).

დამატებით, გაცნობებთ, რომ დაგეგმილი საკონსულტაციო შეხვედრის ბმული ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://iiq.gov.ge/.

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგრანტო პორტალზე - www.grants.gov.ge.

შეგახსენებთ, კონკურსი გამოცხადდა 2023 წლის 28 სექტემბერს „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ შემდეგი ფართო სფეროების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის:

ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; ბ) ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;

გ) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;

დ) სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია; ე) განათლება;

ვ) ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა.

კონკურსის თემატიკა:

  1. სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინდუსტრიის/დამსაქმებლის საჭიროებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად, მათ შორის, საჯარო-კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობით, შექმნა/განვითარება/განხორციელება (ერთობლივი სწავლება/სტაჟირება ან/და სხვა ინიციატივები სწავლების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის, სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამები;
  2. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით, ერთობლივი აკადემიური ხარისხის (მათ შორის, ე.წ. „ორმაგი ხარისხის“) მინიჭების და /ან საერთაშორისო აკრედიტაციის ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება; 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობა, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაციის მინიჭების მიზნით.პროექტს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ის, დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ
 
მნახველთა რაოდენობა: 413
 
 
 
 
    2023 დეკემბერი

    2

    3

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2023 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.