იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონკურსი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ,,გაამწვანე შენი უნივერსიტეტი“

პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში(WMTR) აცხადებს კონკურსს სამიზნე რეგიონების (აჭარის ა.რ. და კახეთის რეგიონი) უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

კონკურსში მონაწილე უნივერსიტეტის მოსწავლეებისათვის მოეწყობა იდეების ინკუბატორი, სადაც სტუდენტები 2 დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებენ იმ იდეების გენერირებაზე, რაც მათ უნივერსიტეტს უფრო ,,მწვანეს“ გახდის. სტუდენტები გაივლიან 3 ეტაპს:

1. იდეების ჩამოყალიბება(idea making)

            2. იდეების შეფასება(idea breaking)

             3. იდეების დამტკიცება(idea validation)    

         ინკუბატორის დასკვნით ეტაპზე სტუდენტები ჟიურის წინაშე წარადგენენ თავიანთ იდეებს და მათგან მიიღებენ რეკომენდაციებს. ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, სტუდენტები დახვეწენ  იდეას  და  საბოლოო  სახით  წარადგენენ  მესამე ტურში, რის საფუძველზეც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. 

         კონკურსში მონაწილეობა შეუძლია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი კურსისა თუ ფაკულტეტის სტუდენტს.

         დაინტერესებულმა პირებმა უნდა შექმნან 3-4 კაციანი ჯგუფი და 30 ივნისამდე უნდა გააგზავნონ შემოთავაზება (მაქსიმუმ 500 სიტყვიანი) თუ როგორ ხედავენ თავიანთი უნივერსიტეტის ,,გამწვანების“ იდეას. შემოთავაზება უნდა გააგზავნონ  შემდეგ მისამართზე:

Rusudan.gorkhelasvili@cenn.org

Baia.dzagnidze@cenn.org

შესარჩევი ეტაპის განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი 2016

 
მნახველთა რაოდენობა: 6255
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'