იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონკურსი ,,SuToMa”-ს ფარგლებში

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის- “SuToMa”- ფარგლებში, იადე-ს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს კონკურსს- ,,კომუნიკაცია კულტურათაშორისი ურთიერთობების დასამყარებლად’’- კურსზე დასასწრებად.
აღნიშნულ კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და სტუდენტებს. კურსის ხანგრძლივობაა 2015 წლის 16-27 ნოემბერი.
აპლიკანტს მოეთხოვება ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
კურსის მონაწილეებს შეარჩევს სპეციალური კომისია. მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს მთლიანად გერმანიის ფედერალური ოფისი დააფინანსებს.
სააპლიკაციო ფორმა, სამოტივაციო წერილი, CV და სარეკომენდაციო წერილი უნდა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 2015 წლის 15 ოქტომბრისა.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მიმართოთ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს (III სართული).
სააპლიკაციო ფორმა და მოწვევა იხილეთ, თანდართული ფაილით, ინგლისურ ენაზე.

 
მნახველთა რაოდენობა: 13971
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'