იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დასაქმების ფორუმი შშმ პირებისთვის

         2016 წლის  16 სექტემბერს თელავის დრამატულ თეატრში,  თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი  დასაქმების ფორუმს გამართავს.

    ფორუმი ორგანიზებულია პროექტის -,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება’’ -ფარგლებში.

     დასაქმების ფორუმზე კახეთის რეგიონში მოქმედი  მცირე და საშუალო საწარმოს ხელმძღვანელები  სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირებს ვაკანსიებს  შესთავაზებენ  და მათ  საწარმოში დასაქმების ან  სტაჟირების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემენ.

   სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ექნებათ, გაიარონ გასაუბრება მათთვის სასურველ ვაკანსიაზე, წარმოადგინონ საკუთარი შესაძლებლობები და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ პოტენციურ დამსაქმებლებთან.

   ფორუმზე წარმოდგენილი იქნება  პროექტის - ,,შშმ პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის  ადვოკატირება და ლობირება’’  -შუალედური შედეგები და გაიმართება    პროექტის ფარგლებში შექმნილი  ფილმის  პრემიერა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6038
 
 
 
 
    2024 მაისი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.