იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ( TDI) ახალი პროექტი

2016 წლის 1 ოქტომბრიდან ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) დაიწყო ახალი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა და ამ მიმართულებით, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, TDI ჩაატარებს ლექცია-დისკუსიებს საქართველოს რეგიონის 6 უნივერსიტეტში: ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, თელავსა და გორში.
ლექციებს ჩაატარებენ ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, რელიგიის და სამოქალაქო განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები.
კურსის რეგულარულ დამსწრეებს დაურიგდებათ სერტიფიკატები.

კურსის მიმდინარეობისას გაკეთდება ლექციების ვიდეოჩანაწერები და აიტვირთება TDI-ისვებგვერდზე.
კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა TDI-ის მიერ გამოცხადებულ ბლოგერების კონკურსში -„ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და ჩემ რეგიონში არსებული გამოწვევები“.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 6 გამარჯვებული. ავტორები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით და სპეციალური პრიზებით (პლანშეტი, წიგნის მაღაზიის ვაუჩერი). საუკეთესო ნამუშევრები, ასევე, გამოქვეყნდება TDI-ის ვებგვერდზე.

აღნიშნული აქტივობების განხორციელება მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება. პროექტით დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შესაბამის დეკანატებში.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებისა და ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ორგანიზაციის ვებგვერდზე: www.tdi.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 6253
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'