იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს სტუდენტთა მიღებას ,,ზამთრის სკოლაში“

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, გაეროს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის -,,ადამიანის უფლებები ყველასათვის" -ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით, აცხადებს სტუდენტების მიღებას 2017 წლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის  ,,ზამთრის სკოლაში“.

,,ზამთრის სკოლა“ გაიმართება 2017 წლის 28 იანვარიდან - თებერვლამდე, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლის მიზანია, იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, თანამედროვე ეპოქაში პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სტუდენტები, სკოლის გავლის შედეგად, შეიძენენ ცოდნას, თუ რატომ და როგორ უნდა დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები. აქტიური და ინფორმირებული ახალგაზრდები -კი, ხელს შეუწყობენ საზოგადოებაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის დამკვიდრებას. ,,ზამთრის სკოლაში“ლექციებს წაიკითხავენ როგორც საერთაშორისო, ასევე -ადგილობრივი ექსპერტები.

,,ზამთრის სკოლაში’ მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის და ჟურნალისტიკის მიმართულების (ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის და მაგისტრატურის) სტუდენტებს.

კონკურსის ეტაპები:

  • ·განცხადების გადარჩევა;
  • ·ტესტირება ინგლისურ ენაში;
  • ·გასაუბრება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2016 წლის 1 დეკემბერი.

     დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს  ვებგვერდს: http://www.tcj.gov.ge/

      სანდრო ეულის ქ. 3ა 0186 თბილისი,   საქართველო

ტელ: (+995 32) 2 39 22 64,   მობ:  (+995 58) 99 58 39,      mgeletashvili@tcj.gov.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 6133
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'