იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„ევროპული კაფე“ თელავში: ლექცია-ტრენინგი თემაზე „ახალგაზრდების განათლება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები“

ინტერნიუსი-საქართველო იწვევს კახეთის რეგიონის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტ-ბაკალავრებს ღონისძიებაზე „ევროპული კაფე,“ რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ლექცია-ტრენინგი თემაზე „ახალგაზრდების განათლება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.“ ღონისძიება გაიმართება ქ; თელავში, 28 იანვარს, 12:00-დან 16:00 საათამდე. ღონისძიების მხარდამჭერია თელავის მედია კაფე. 

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები შეიძენენ საჯარო თემებზე მსჯელობის და კამათის უნარს, განიხილავენ განათლებისა და ახალგაზრდების პროფესიული განვითარების პრობლემებს, გაეცნობიან საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.

ლექცია - ტრენინგს ჩაატარებენ განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა და საერთაშორისო განათლების ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელი და Education USA-ს მრჩეველი დალი ხომერიკი.

ღონისძიება ტარდება პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში“ ფარგლებში, რომელსაც ინტერნიუსი-საქართველო ახორციელებს ინტერნიუს ნეტვორკთან ერთად აშშ მთავრობის დაფინანსებით. პროექტის მიზანია გაზარდოს ხარისხიანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და განავითაროს დამოუკიდებელი მედია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. 

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს წერილი/ შეტყობინება 2017 წლის 25 იანვრის 18:00 საათამდე ელექტრონულ ფოსტაზე: shorena@internews.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს, შორენა ქოჩიაშვილს (მობ: 598 404 401, ტელ: +995 32 2923396/97)

 
მნახველთა რაოდენობა: 5709
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'