იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ვილნიუსის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას

  ვილნიუსის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას 1-2 სასწავლო სემესტრით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. კანდიდატები უნდა ფლობდნენ ლიტვურ ან ინგლისურ ენას (მინიმუმ, B2 დონე). თვიური სტიპენია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის შეადგენს 380 ევროს, ხოლო დოქტორანტებისათვის -456 ევროს. მონაწილეების სწავლის საფასურს დაფარავს ლიტვის რესპუბლიკა. სასტუმროსა და მგზავრობის ხარჯებს დაფარავს თავად სტიპენდიანტი.

საჭირო საბუთები:

1. მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია;

2.  უნდა წარმოადგინონ ერთი სარეკომენდაციო წერილი (პროფესორის, ხელმძღვანელის ან დამსაქმებლის);

3.  ინგლისური ან ლიტვური ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი (TOEFL, IELTS, CPE ან უნივერსიტეტის დეკანის მიერ გაცემული ცნობა უცხო ენის ცოდნის დონის შესახებ);

4. მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან პასპორტი;

   დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ლინკი: http://stipendijos.lt/en/call-for-proposals-for-short-term-studies-is-open

   სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ მისამართზე: https://en.viko.lt/international-relations/courses-for-exchange-students/

   ონლაინ აპლიკაციის შევსების ვადაა 2017 წლის 2 მაისი. 2017 წლის 30 ივნისს გამოცხადდება კონკურსის შედეგები.

 
მნახველთა რაოდენობა: 5832
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'