იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში ღია კარის დღეები დასრულდა

       იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღეები დასრულდა. 28 მარტს თესაუ-ს თელავის  მუნიციპალიტეტის სოფლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები და პედაგოგები სტუმრობდნენ.

        უნივერსიტეტის  სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმა თესაუ-ს  წარმატებების,  სიახლეების, საგანმანათლებლო პროგრამების და  საერთაშორისო ურთიერთობების  შესახებ ისაუბრეს.   სტუდენტებმა კი, რომლებიც საერთაშორისო, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სასწავლებლად  ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში იმყოფებოდნენ, აბიტურიენტებს შთაბეჭდილებები და  გამოცდილება გაუზიარეს.

      შეხვედრას, ასევე,  პოტენციური დამსაქმებლები ესწრებოდნენ.  როგორც  აღინიშნა,    გაფორმებული მემორანდუმის ფარლებში, თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა სტრუქტურებში სტაჟირებას გადიან, საუკეთესოები კი, ადგილზე საქმდებიან. 

   ღია კარის დღის  მეორე ნაწილი უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების, კაბინეტ-ლაბორატორიების და ბიბლიოთეკის დათვალიერებას დაეთმო.

 
მნახველთა რაოდენობა: 10722
 
 
 
 
    2024 მარტი

    2

    3

    5

    8

    9

    10

    11

    16

    17

    18

    19

    21

    23

    24

    26

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.