იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო კონფერენცია-,,არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა-ტენდენციები და თანამედროვე გამოწვევები“

2017 წლის 25-27 ოქტომბერს ეროვნული არქივი, უკვე მეორედ,  ატარებს საერთაშორისო კონფერენციას-,,არქივთმცოდნეობა,  წყაროთმცოდნეობა-ტენდენციები და თანამედროვე გამოწვევები“.

      კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:  არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, სიძველეთმცოდნეობა,  ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოგრაფია, ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია), პოლიტიკური მეცნიერებები და სამართალი,  საბუნებისმეტყველო კვლევები, კულტურათშორისი კომუნიკაციები, რესტავრაცია/ კონსერვაცია, ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი.

     კონფერენციის ფარგლებში,  გათვალისწინებული იქნება მცირე საგანმანათლებლო პროგრამებიც (ინფორმირებული ლექციები,  ქართული კულტურის გარკვეული ასპექტები,  არქივში დაცული მასალების მიხედვით,  ელექტრონული არქივები და სხვა), რომლებიც პლენარული სესიების ფარგლებში ჩატარდება.

      თეზიების წარდგენის ბოლო ვადაა  30 ივნისი  (სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა-500).

   თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინება გაიგზავნება 14 ივლისს.

    გთხოვთ,  შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: 

kasatiani@archives.gov.ge

info@archives.gov.ge

    სარეგისტრაციო ფორმა და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

     http://www.archives.gpv.ge/ge/conference

 
მნახველთა რაოდენობა: 1201
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.