იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა XXII(77-ე) სამეცნიერო კონფერენცია

24 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა XXII  (77 -ე) სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

      ღონისძიება  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირმა შიოშვილმა, გახსნა და   სტუდენტთა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობაზე   ისაუბრა.  რექტორის თქმით,  ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო საქმიანობისთვის თესაუში ყველა პირობაა შექმნილი.

     საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, თესაუ-ს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა, გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა  და ყურადღება კონფერენციის მიმართ  გაზრდილ ინტერესზე გაამახვილა.

     სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა  სექციებში გაგრძელდა. 9 სექციას, ლიტერატურის, ენათმეცნიერების, ისტორიის, ეკონომიკის, ტურიზმის, აგრარული და სხვა მიმართულებებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორები ხელმძღვანელობდნენ.

      კონფერენციის შედეგების  შეჯამების შემდეგ,  სტუდენტებს სერტიფიკატები  და საჩუქრები გადაეცათ. საუკეთესო ნაშრომები კი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კრებულში დაიბეჭდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 1360
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.