იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
V საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენცია უკრაინაში
2018 წლის 6 დეკემბერს, ქ. სუმის რეგიონალური პედაგოგიური განათლების ინსტიტუტში (უკრაინა), V საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია - "ინოვაციები განათლებაში: ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა" გაიმართება.

საკონფერენციო მიმართულებებია:

      1. თანამედროვე ტექნოლოგიები ბავშვთა და მოზარდთა განათლებაში: უკრაინული და საერთაშორისო გამოცდილება;
      2. ინოვაციები უმაღლეს განათლებაში: სტრატეგიები და ტექნოლოგიები;
      3.  ინოვაციური პროცესების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები პროფესიულ განათლებაში: გამოცდილება და პერსპექტივები;
      4. ზრდასრულთა განათლების ინოვაციური განვითარების ორგანიზაციული და პედაგოგიური მხარდაჭერა უკრაინასა და მსოფლიოში;
      5. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლების სფეროში;
     6. განათლებაში ინოვაციური ცვლილებების პირობებში პიროვნების სოციალურ-ფსიქოლოგიური პოტენციალის განვითარება;
     7. განათლების ისტორია: რეტროსპექტივა საგანმანათლებლო პროცესში და მენეჯმენტში ინოვაციებზე;
     8. საგანმანათლებლო ინოვაციების კულტურული, ეთნოლოგიური და ფილოსოფიური საფუძვლები;
     9. განათლების მენეჯმენტი თანამედროვე მსოფლიოში და საზოგადოების ინოვაციური განვითარება;
10. პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება სამაგისტრო განათლების პირობებში.
კონფერენციის სამუშაო ენებია: უკრაინული, რუსული, ინგლისური, გერმანული, პოლონური.
მონაწილეობის ფორმა: დასწრებული და დაუსწრებელი.
კონფერენციაში მონაწილეობის პირობებისა და სტატიის გაფორმების წესების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გაეცანით თანდართულ
დოკუმენტებს რუსულ და ინგლისურ ენებზე.

II  საერთაშორისო  სამეცნიერო  კონფერენცია  ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა”
2018  წლის 28-29 სექტემბერს,  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს  II  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა”. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და საზღვარგარეთის  უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებს, საჯარო სკოლის პედაგოგებს.

საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება სრულად.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში ქართულინგლისურ და რუსულ ენებზე.
 
მნახველთა რაოდენობა: 246
 
 
 
 
2024 მაისი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.