იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ყოფილი ელჩების საჯარო ლექცია თესაუში

     ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო  და კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, საქართველოს ყოფილმა ელჩებმა, დავით აფციაურმა და კოტე   ჟღენტმა, 19 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია გამართეს.

     შეხვედრის თემა  საქართველოს  ევროკავშირთან ურთიერთობის  საკითხები და  საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები იყო. ელჩებმა ქვეყნის  სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ინფორმაციულ და სხვა საფრთხეებზე ისაუბრეს. როგორც დიპლომატებმა  აღნიშნეს, ამ საფრთხეების დაძლევა საქართველოს მშვიდობიანი განვითარების აუცილებელი პირობაა. ყურადღება, ასევე, გამახვილდა სამეზობლო პოლიტიკის, რუსეთთან ურთიერთობის პრობლემებზე, ეკონომიკურ რეფორმაზე და ჩვენი ქვეყნის ,,ნატოში“ გაწევრიანების   პერსპექტივებზე.

    შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხეს. საჯარო ლექციას თესაუს  ადმინიტრაციის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4263
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.