იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენცია „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2019 წლის 1-5 აპრილს ქ. თბილისში  მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენცია „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია – 2019“.-ჩატარდა. უნივერსიტეტებთან ერთად,  კონფერენციას პარნტიორმა ორგანიზაციებმა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NჩDჩ)-5 დღის განმავლობაში უმასპინძლეს.

 სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობა  საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებში მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა მიიღეს,  რომლებმაც  ბიოტექნოლოგიის დარგში მიმდინარე ინოვაციური კვლევების შედეგები, კვების, ჯანდაცვის, აგრარული და გარემოს დაცვის ბიოტექნოლოგიების მიმართულებებით, წარადგინეს.

  იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობა  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მაგდა დავითაშვილმა, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლელა წიკლაურმა, ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა მარიამ ალექსიძემ და ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა - მარიამ ბაციაშვილმა, მარიამ კირვალიძემ და ანა ამონაშვილმა მიიღეს. მათ კონფერენციის ფარგლებში გამართულ სტუდენტურ სესიაზე  საკუთარი კვლევების შედეგები, პოსტერების სახით, წარადგინეს და  მეცნიერთა შეფასებები მოისმინეს.  თესაუს წარმომადგენლებმა მონაწილეობა სამეცნიერო დისკუსიაშიც მიიღეს.

  ღონისძიება საქართველოში ბიოტექნოლოგიისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

 
მნახველთა რაოდენობა: 4757
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.