"სოციალური უფლებები, დასაქმება და ხელოვნური ინტელექტის გავლენა შრომის ბაზარზე“- სტუდენტებისათვის ტრენინგი ჩატარდა.
საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Expertise France)წარმომადგენლებმა ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებს გააცნეს სოციალური უფლებების განვითარების თანამედროვე ტენდენციები საქართველოში; ხელოვნური ინტელექტის გავლენა სოციალურ და შრომით უფლებებზე;
სოციალური დიალოგის მნიშვნელობა შრომით ურთიერთობებში;
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი შესაძლებლობები და გამოწვევები დასაქმების ბაზარზე;
ახალგაზრდებისთვის არსებული დასაქმების შესაძლებლობები და ძირითადი შრომითი უფლებები;
სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები.
ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის - "ადამიანური კაპიტალის განვითარება საქართველოში" - ფარგლებში.
მონაწილე სტუდენტებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.






