იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის“-ტრენინგი თესაუ-ში

      17 იანვარს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის- ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის“-ფარგლებში,   ტრენინგი გაიმართა.

        უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები  სამოქმედო კვლევის  მეთოდებს  და კვლევის განხორციელების დეტალებს გაეცნენ.

       ტრენინგს განათლების ექსპერტები: თამარ მოსიაშვილი, სიმონ ჯანაშია და დავით ლიპარტელიანი  უძღვებოდნენ.

        პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტთან და World Vision-თან  თანამშრომლობით , ხორციელდება.

       ტრენინგი ორდღიანია და 18 იანვარს დასრულდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 6016
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'