იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტები აგრო თემებზე რეპორტაჟებს მოამზადებენ

      16 მარტს, თბილისში, USAID REAP-ის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის, რომელსაც  იაკობ გოგებაშვილის  სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც დაესწრნენ.

    USAID REAP აცხადებს კონკურსს ,,მე -აგროჟურნალისტი", რომელშიც მონაწილეობას საქართველოს  რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ.

     კონკურსის მონაწილეებმა  უნდა გადაიღონ 3-4 წუთიანი რეპორტაჟები აგრო თემებზე. ნამუშევრებს  2017 წლის შემოდგომაზე ჟიური შეაფასებს, გამარჯვებული კონკურსანტი კი, განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს.     

    აღნიშნულ პროექტის ფარგლებში,  კონკურსისთვის მედია მასალებს თესაუ-ს სტუდენტებიც მოამზადებენ. 

 
მნახველთა რაოდენობა: 3757
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'