იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს თემაზე: მონაცემები ცვლილებებისთვის"

კონკურსის მიზანია ღია მონაცემების დამუშავებასა და მონაცემებზე დაყრდნობით ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის წახალისება. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ფინანსების საკითხებს, კერძოდ: საჯარო ფინანსების განკარგვა, ხელისუფლების საქმიანობის შეფასება ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად - ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, საჯარო მმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, დანაშაულის სტატისტიკა, განათლება, გარემო, ეკონომიკა და ა.შ.

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ შემდეგი საკონკურსო პრიზები: - I ადგილი - 1,200 ლარი; - II ადგილი - 1,000 ლარი; - III მესამე ადგილი - 800 ლარი.

ნაშრომები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: contest@idfi.ge არაუგვიანეს 2023 წლის 23 ივლისისა.

ანალიტიკური სტატიის სტრუქტურის, ტექნიკური მახასიათებლებისა და სხვა დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ მითითებულ ბმულს:

https://idfi.ge/ge/pagel/competitionview/65/ კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: გვანცა ნიკურაძე | g.nikuradze@idfi.ge | 558 091 030

კონტაქტი Tel (office): +995 322 921514

Web: www.idfi.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 1414
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'