იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სამოქალაქო ჩართულობის ახალგაზრდული ბანაკი ახალგაზრედბისთვის

ევროპის საბჭოს პროექტი „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება სამოქალაქო ჩართულობის ახალგაზრდულ ბანაკ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებისთვის, 1-3 აგვისტოს, თბილისში.

ახალგაზრდული ბანაკის მთავარი მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ბანაკის ფარგლებში, ახალგაზრდები გაეცნობიან სამოქალაქო ჩართულობის სხვადასხვა ფორმებს, აღმოაჩენენ ახალგაზრდების მონაწილეობის საუკეთესო მაგალითებსა და პრაქტიკას ევროპის მასშტაბით, დაეუფლებიან ევროპის საბჭოს სამოქალაქო მონაწილეობის ინსტრუმენტს, როგორიცაა Uchange.

ახალგაზრდული ბანაკი ჩატარდება ქართულ ენაზე და გააერთიანებს თამაშებს, არაფორმალურ და ინტერაქტიულ დისკუსიებსა და პრეზენტაციებს წამყვანი ექპერტების მხრიდან ახალგაზრდების ჩართულობაზე.

ბანაკი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის 18-დან 22-წლამდე, რომლებიც ცხოვრობენ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში (თბილისი, მარნეული, ახმეტა, ამბროლაური, ბოლნისი, ბორჯომი, ჩოხატაური, გორი, ონი, ოზურგეთი, თელავი, თეთრიწყარო, წყალტუბო, ზესტაფონი, რუსთავი).

ბანაკში მონაწილეობის მისაღებად, თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მონაწილე. აპლიკაციის შევსება დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ აღნიშნული ბმულის მეშვეობით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdZQ3bRGDWLT9CIrBYVh_BCjlvaVArnTuMQAY4oEj1Qp11hA/viewform?pli=1 26 ივლისის ჩათვლით.

ახალგაზრდული ბანაკის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ მიმაგრებულ ფაილში.

 
მნახველთა რაოდენობა: 1367
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'