იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის სამი მონოთეისტური რელიგიისა და კანონიკური სამართლის შესწავლის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე.“

მოხსენებები მიიღება  შემდეგი მიმართულებებით: ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, რელიგიის ისტორია, პოლიტოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ტურიზმი, ეკოლოგია.

მოხსენებები უნდა ეხებოდეს შავიზღვისპირეთის ქვეყნებს და მათთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებს.

კონფერენცია ჩატარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის 20-21 სექტემბერს. მისამართი: ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. №32/35.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართის სახით

 
მნახველთა რაოდენობა: 1426
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'