იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონკურსი ახალგაზრდა ევროპელი ელჩის მანდატის მოსაპოვებლად

EU NEIGHBOURS East, 16-იდან 26 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩის მანდატის მოსაპოვებლად იწვევს. მანდატის მოსაპოვებლად ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეუძლიათ. წარმატებული კანდიდატები დიალოგზე დაფუძნებულ ონლაინ-აქტივობებში ჩაერთვებიან და საკუთარი ქვეყნების ახალგაზრდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე  წარმოადგენენ. ახალგაზრდები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელებენ.

განაცხადის შესატანად კანდიდატმა სააპლიკაციო ფორმა 2023 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა შეავსოს. კონკურსისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის შესახებ ინფორმაციის მოძიება და აპლიკაციის შევსება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე:

https://euneighbourseast.eu/ka/news/latest-news/sheni-shansi-gakhde-akhalgazrda-evropeli-elchi-sheitane-ganatskhadi-akhlave/

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1136
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'