იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისთვის, სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2023 წლის 18 აგვისტოს №323 დადგენილებით განისაზღვრა „2023-2024 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“.

აღნიშნული მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებას. სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2023 წლის 11 ოქტომბრიდან 2022 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით http://socreg.mes.gov.ge პორტალზე რეგისტრაციით. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან (ბანერი - სტუდენტთა დაფინანასება სოციალური პროგრამის ფარგლებში).

გიგზავნით საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს N323 დადგენილებას  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 სექტემბრის N1238531 ბრძანებას „საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს №323 დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის წესისა და ვადების, საჭირო დოკუმენტების ნუსხისა და განცხადებების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ"

დანართი: 

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს N323 დადგენილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 სექტემბრის N1238531 ბრძანება

 
მნახველთა რაოდენობა: 1159
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'