იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტების საყურადღებოდ!

თუ დაინტერესებული ხარ ტექნოლოგიებით და გსურს კარიერულად განვითარდე ამ სფეროში მაშინ არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა!

თიბისიმ USAID-თან თანამშრომლობით დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მოიცავს სრულად დაფინანსებულ კურსებს სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებით: ვებ-დეველოპმენტი (React, Python), მობაილ აპლიკაციების შექმნა(iOS Development), ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება, ბლოკჩეინი, DevOps და სხვა. სწავლება მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში და ხელმისაწვდომია 18 წლიდან ინდივიდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. წარმატებულ კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა დასაქმდნენ თიბისისა და მის პარტნიორ ტექ კომპანიებში. გიწვევთ „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრაზე 6 ნოემბერს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზ. #11, თელავის ტექნოპარკში.

საინფორმაციო შეხვედრაზე გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას პროექტისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, მათ შორის მიიღებთ ინფორმაციას კურსების მოთხოვნებისა და შესარჩევი ეტაპების შესახებ. გთხოვთ, საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/czQnf0JBa8

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.tbcacademy.ge/usaid

 
მნახველთა რაოდენობა: 1248
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'